ამ ნორჩ ბოლშევიკს აუხსენით, რომ:
1. ის ბიჭი განზრახ არ მოუკლავთ, გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო. ეს ფაქტი სადაო არაა – განსხვავებით 9 თვის ბარაბარე რაფალიანცის და ლოგინში მოკლული 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სასტიკი მკვლელობებისგან, რომელთა სისხლი ივანიშვილის ხელებზეა.
2. სააკაშვილს გიგვლიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობასთან არათუ პირდაპირი, ირიბი შეხებაც არ ჰქონია. მას ედავებიან ამ საქმის გამო დაპატიმრებული 4 პირის შეწყალებას ციხეში ჯდომიდან 4 წლის თავზე. შედარებისთვის, სალომე ზურაბიშვილმა 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა. და ის დღესაც პრეზიდენტია.
3. და დიახ – მარტო “პიარული” კი არა, ბინძური პროპაგანდაა, როცა “სასამართლოში” ერთი საქმე იხილება და ივანიშვილის უბის პროკურორი სხვა საქმეზე საუბრობს-აღნიშნული პოსტით ენმ- ის პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში პირდაპირ დებს ბრალს.