მესამე პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების სისტემა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სასამართლო დარბაზიდან ამხილა.
“ეს იყო სიტუაცია, როცა გულიკო ქილიფთარმა გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. იმიტომ, რომ გონება მქონდა დაკარგული თითქმის 20 წუთის განმავლობაში, ეს არის ძალიან გრძელი ვადა; სპეციალისტებმა იციან, ამ დროს შეიძლება მოხდეს იშემიური ინსულტი, ტვინის სიკვდილი, გულის გაჩერება, ყველაფერი. გულიკო, მე ძალიან კარგად მახსოვს ლოყაში მირტყამდა, მეუბნებოდა, არ მოკვდე, არ მოკვდე, არ მოკვდე!!! დიდი მადლობა ამ კეთილშობილ ქალბატონს.”
მიხეილ სააკაშვილი