“პოლიციელის ასეთი საქციელი არავითარ ნორმაში არ ჯდება… ძალიან ბოროტი უნდა იყო, ადამიანი ასეთ საფრთხეში რომ ჩააგდო არაფრის გამო” – ამის შესახებ ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი Facebook-ზე წერს და სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ეხმაურება.
”სასამართლოსთან კედელზე ასულ ოპერატორებს პოლიციელები რომ ექაჩებოდნენ ფეხზე, ასეთ დროს ხომ უეჭველად იცი, ეს ადამიანი ჩამოვარდნისა და დაზიანებისთვის არის განწირული. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ ასეთ დროს რთულია წონასწორობის შენარჩუნება, თუმცა მძიმე კამერასთან ერთად ამის გაკეთება, უბრალოდ შეუძლებელია.
პოლიციელის ასეთი საქციელი არავითარ ნორმაში არ ჯდება, მით უმეტეს, რომ ეს ბიჭები საფრთხეს არ წამოადგენდნენ, შესაბამისად, არც აუცილებლობა არსებობდა და მით უმეტეს, არც თანაზომიერი საქციელი იყო. წიწაკის სპრეიზე რომ კიდევ გამართლება შეიძლება მოუძებნონ, ამას არავითარი გამართლება არ ჰქონდა.
უბრალოდ ძალიან ბოროტი უნდა იყო, ადამიანი ასეთ საფრთხეში რომ ჩააგდო არაფრის გამო” – წერს სიმონიშვილი.