ამერიკამ შესაძლოა ქართველ მაღალჩინოსნებს ვიზებზე წვდომა შეუჩეროს – რა მექანიზმებზე სუბრობს აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი?

,,აშშ-ს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია დახმარების შეჩერება. ვიზის გაცემის თვალსაზრისით” – აშშ-ს ყოფილი ელჩის იან კელის განცხადებით, რომელიც მან ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გააკეთა, შესაძლებელია ამერიკამ საქართველოს გარკვეული სახის შეზღუდვები დაუწესოს, იმ შემთხვევაში თუ, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, შესამჩნევი ხარვეზები იქნება გამოკვეთილი.

კელის თქმით, ამის მაგალითები არსებობს და კარგად აპრობირებულია.

,,ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენ გვქონდა მიზანმიმართული ღონისძიებები იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც ჩვენი აზრით, დემოკრატიულ პროცესებს უშლიდნენ ხელს. უკრაინაში გავაკეთეთ ეს ერთი ინდივიდის მიმართ და მოლდოვაში.

მე ვფიქრობ, რომ თუ გვექნება საკმარისი სამხილი, რომ საქართველოშიც არსებობს ცუდი აქტორი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიის განვითარებაზე, მაშინ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ იგივე, მასთან მიმართებითაც, რათა მას არ შეეძლოს აშშ-ში ჩასვლა.

ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლიც შეიძლება იქნას გამოყენებული – არ ვამბობ, რომ უნდა იქნას გამოყენებული, მაგრამ არსებობს ამის გამოყენების პრეცედენტები”, – აცხადებს კელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share