”მიხეილ სააკაშვილის ადგილი საკანში უბრალოდ არ არის. ის არის ძალიან დიდი შესაძლებლობების ადამიანი, რომელსაც ასპარეზი ნამდვილად სჭირდება იმისთვის, რომ რეალიზდეს. გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი ცოდოა პატიმრობაში და არ არის გამონაკლისი მიხეილ სააკაშვილი, ეს არის კიდევ უფრო დიდი საშინელება მიხეილ სააკაშვილის ტიპის ადამიანისთვის, იმიტომ, რომ მისთვის ამხელა ენერგიის ჩაკეტვა რაღაც პატარა ოთახში და არ რეალიზება…
დღეს იყო მიშა! მე გაოგნებული ვუყურებდი ადამიანს. საერთოდ სხვა ადამიანი იყო. ისეთი, როგორიც ბოლოს ვნახე უკრაინაში და ისეთი, როგორიც იყო საქართველოში. ეს იყო ენერგიით სავსე ადამიანი, რომელსაც იმხელა მუხტი ჰქონდა, რომ მზად იყო თავით შევარდნილიყო საქმეში და დღესვე დაეწყო აღმშენებლობითი სამუშაო…
ეს ადამიანი არის შექმნილი საქმის კეთებისთვის. ძალიან დიდი ნიჭის მატარებელი ადამიანია ამ მხრივ და ჩვენგან განსხვავებით, ეს ადამიანი სხვა პედესტალზე დგას ნამდვილად თავისი სიმაღლითა და შესაძლებლობებით.”
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ ტვ პირველის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.