ხარისხის მართვის და პაციენტთა უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერის სალომე ღამბაშიძის ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 90 ბავშვიდან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მისივე თქმით, თვე-ნახევრის და ნეონატალური ასაკის ბავშვები მართვით სუნთქვას საჭიროებენ.
„კოვიდინფიცირებული პაციენტების მომართვიანობა კვლავ მაღალი რჩება. ამ ეტაპისთვის ჩვენს დაწესებულებაში 90 ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან 13 კი კრიტიკულია. 2 ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ერთი გახლავთ თვე-ნახევრის და კიდევ ერთი არის ნეონატალური ასაკის, ისინი მართვით სუნთქვას საჭიროებენ,“- აღნიშნა ღამბაშიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.