ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინალური სამმართველოს ხელმძღვანელმა აცამაზ თედეევმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოფელ ბიკარში, ბუზალასა და ჩდილეთში დაავადებით 30-მდე ცხოველი დაიღუპა. ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევები დაფიქსირდა ცხინვალისა და ზნაურის რაიონებშიც.
cnews.ge