აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობს მოუწოდებს, კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ ვარიანტის გამო პანიკაში ნუ ჩაცვივდებიან, ატარონ პირბადეები და აიცრან ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით.
„ეს ვარიანტი არის შეშფოთების და არა პანიკის მიზეზი. ჩვენ ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ მას,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები “გადაუდებელ გეგმებზე” მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუკი ახალი ვაქცინები გახდება საჭირო.
“ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა და საუკეთესო მედიკამენტები, საუკეთესო მეცნიერები და ყოველ დღე უფრო მეტს ვსწავლობთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „თითქმის გარდუვალია“ ის, რომ „ომიკრონ“ შტამი შეერთებულ შტატებშიც დაფიქსირდება.