“ცოლის ლოცვით გაღიზიანებულმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ, ხელი და ფეხი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მეუღლეს უთხრა, რომ მოკლავდა და დაასრულებდა ყველაფერს,” – აღნიშნულია საქმის მასალებში. ინფორმაციას გორის რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მოსამართლემ დაკავებულს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვლება პირობითად და საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გამოსაცდელ ვადად 3 წელი დაუდგინდა.