“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეს უახლოეს მომავალში დატოვებს და ამ საკითხს არა “ივანიშვილის სასამართლო”, არამედ ქართველი ხალხი გადაწყვეტს.
“მესამე პრეზიდენტი დამნაშავე არასდროს არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ეს არის ჩვენი ქვეყნის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტი, ამიტომ მის განთავისუფლებას აუცილებლად გადაწყვიტავს არა ივანიშვილის სასამართლო, არა ქოც აქტივისტები, არა პროკურორები, არამედ ქართველი ხალხი”, – თქვა კობა ნაყოფიამ.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც. ისინი მესამე პრეზიდენტთან გუშინდელ სასამართლო პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.