პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებას სასამართლოში ასაჩივრებს.
ორგანიზაციის უფლებადამცველები, ანა არგანაშვილი და ანა აბაშიძე ითხოვენ, რომ სასამართლომ დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინონ სამეცნიერო არგუმენტაცია კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემასთან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით კოვიდგადატანილ მოქალაქეებს ე.წ. “მწვანე სტატუსი” არა ვირუსის დადასტურებიდან 6 თვის განმავლობაში, არამედ მუდმივად ექნებათ.