საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მრევლს მიმართავს.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, პატრიარქმა მღვდლები აკურთხა, რომ მარხვაში მრევლს რძის პროდუქტის მიღების გამო ზიარება არ აუკრძალონ.
“ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებული იქნება თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).
ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად.
ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!”, – წერია მიმართვაში.