ბათუმში მანქანა ამობრუნდა – დაშავდა 3 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – “ბენზეს” დასახლებაში მანქანა ამობრუნდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ დაშავებულები ზედაპირული ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათგან ორი არასრულწლოვანია, ერთი კი შუახნის ქალი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share