სამოქალაქო აქტივისტ, ბესიკ თამლიანს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალი მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამართალდამცავებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას გულისხმობს.
ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ბესიკ თამლიანი დუმილის უფლებას იყენებს.
ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. ის მანქანაში ძალის გამოყენებით რამდენიმე პოლიციელმა ჩასვა.
საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა.