COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. მთავრობის ახალი ინიციატივის ამოქმედების შემდეგ, რომელიც 60 წელს გადაცილებული ყველა აცრილი მოქალაქისთვის, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს გულისხმობს, პენსიონერების მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
იმუნიზაციის ცენტრებში აცრა pfizer-ის, sinovac-ის და sinopharm-ის პრეპარატებითაა შესაძლებელი, კეთდება ე.წ. ბუსტერ დოზებიც.
rustavi2.ge