სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 459 და გამოჯანმრთელების 3 957 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 65 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
1-ელი დეკემბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 850 102 , ბოლო 24 საათში – 4 459
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 792 158 , ბოლო 24 საათში – 3 957
მათ შორის გარდაცვლილი – 12 119 , ბოლო 24 საათში – 65
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 51 321, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 187, PCR ტესტით – 19 134
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო 7 დღის – 8,65%
სულ აცრილია – 2 183 335, დღიურად აცრილია – 11 999
კარანტინის რეჟიმში – 41
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 545
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 125.