“იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო მწვანე პასპორტის იდეა და ეს იყოს შემცირებული 6 თვემდე. ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ეს არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს,” – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.