რა სხვაობაა ორ აპლიკაციას: Covid Pass-სა და Georgia e-health-ს შორის – განმარტება

“განვმარტავ, თუ რა სხვაობაა ორ აპლიკაციას შორის – Covid pass აპლიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული იმისთვის, რომ მოქალაქემ შეძლოს ყველა იმ სერვისით სარგებლობა, სადაც მოთხოვნილია “მწვანე პასპორტის” კონცეფცია. ამავე აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც საზღვარზე წარადგინა კოვიდსტატუსის ცნობა – ის სრულად შეძლებს სარგებლობას ამ აპლიკაციით.

რაც შეეხება Georgia e-health-ს, იქნება იმ შემთხვევაში გამოყენებული, როდესაც მოქალაქეს სურს საზღვარგარეთ მოგზაურობისას მიიღოს სხვადასხვა სერვისები. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანას აქვს დანერგილი და აღნიშნული აპლიკაცია ინტეგრირებულია 51 ქვეყანასთან,”- განმარტა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share