ივანიშვილმა “პარაგრაფის” ფასი დაადო მარნეულის “კაპეზეს” – გიგი უგულავა ჯარიმაზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელიც მოსამართლემ ცოტა ხნის წინ 3000 ლარით დააჯარიმა, ირონიით აღნიშნავს, რომ მარნეულის “კაპეზეს” ივანიშვილმა სასტუმრო “პარაგრაფის” ფასი დაადო.

3 ათასი ლარით დამაჯარიმა, ანუ მარნეული “კაპეზე” 24 საათში, რომ იცოდეთ, ღირს 500 დოლარი დაახლოებით, ასე გამოდის, ივანიშვილის „სტავკაა“ ეგ. „პარაგრაფის“ ფასი,  თავის სასტუმროს ფასი დაადო მარნეულის კაპეზეს, – ამბობს უგულავა.

სასამართლომ ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უფულავა 3 000 ლარით დააჯარიმა.

გიგი უგულავა ორშაბათს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს. უგულავას გამოძიება პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share