სახელმწიფო რწმუნებულის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და მათი დაფინანსების საკითხი განიხილეს; საბჭოზე, ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსებული აქტივობების, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და სახელმწიფო პროგრამის – განახლებული რეგიონების ფარგლებში არსებული პროექტების მიმდინარეობაზე, მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ოფიციალური ინფორმაცია