“ვხედავთ, რაც არის ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ მივაღებინოთ ცვლილება “ქართულ ოცნებას”, შემდეგ გავვარდეთ ყველა ქუჩაში და მოვითხოვოთ რიგგარეშე არჩევნები”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მოწოდებებს და კრიტიკას საკონსტიტუციო ცვლიელებებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს ცვლილებების მიღების ვალდებულება არ აუღია.
“გულწრფელი ვიყავით ყველა მომენტში, მათ შორის, როდესაც პირველი მოსმენით ვიღებდით ამ ცვლილებებს. მაშინვე განვაცხადეთ, ეს არ გულისხმობს იმას, რომ მეორე მოსმენით მიღების ვალდებულება გვაქვს საერთოდ ან ამ შინაარსით მიღების. შესაბამისად, ყველაფერი დამოუკიდებულია შეთანხმებაზე.
გვესმის, რომ კიდევ ერთხელ ხდება ამ ცვლილებების გამოყენება არა იმისთვის, რომ თანხმობა, დეპოლარიზაცია იყოს, არამედ პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის და უთანხმოებისთვის”, – თქვა შალვა პაპუაშილმა.