დღეს, 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საკრებულომ ცნობად მიიღო ინფორმაცია საკრებულოს წევრების: გიორგი ღურჯუმელიძის, თამაზ ბურჭულაძისა და ვლადიმერ ჩავლეშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ კოლეგებს მადლობა გადაუხადა გასულ პერიოდში ერთობლივი საქმიანობის გამო.
” დღეს ამ შემადგენლობით საკრებულოს ბოლო სხდომა იმართება. ჩვენ გვქონდა საქმიანობის 4 წელი, მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, საჯარო მმართველობის მთავარი პრინციპების დაცვით ვახორციელებდით ჩვენს უფლებამოსილებას. მადლობა საკრებულოს თითოეულ წევრს, აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი საქმინობისთვის, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას თანამშრომლობისთვის. ვიმედოვნებ, ახალი მოწვევის საკრებულო წარმატებით გააგრძელებს დასახული მიზნებისა დ ამოცანების შესრულებას “- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს 12 საათზე გაიმართება.