ჩხენკელი ივანიშვილზე: ადამიანი, რომელიც თვალის ჩინივით უფრთხილდება ჩვენს კულტურას, თანამედროვეობის ექვთიმეა

”ანზორ ერქომაიშვილის წიგნის წარდგენაზე საუბარი იყო ქართულ პოლიფონიაზე. ქართული პოლიფონია ვაზის გარეშე წარმოუდგენელია, ეს ჩვენი კულტურის ქვაკუთხედია. და მაშინ მე აღვნიშნე, რომ როცა წინა ხელისუფლება ვაზს ჩეხავდა, მაშინ ბატონი ბიძინა თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა უნიკალურ ნერგებს, უნიკალურ ჯიშებს.

ვაზს ქართველისთვის რამხელა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს, კარგად მოგეხსენებათ.

თქვენ ასევე ძალიან კარგად იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ქართუ ფონდი რამხელა ძალისხმევას ახმარს ჩვენი კულტურული ძეგლების შენარჩუნების საქმეს და ჩემთვის ყველა ადამიანი, რომელიც ასე თვალის ჩინივით უფრთხილდება ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიას და იმ ძეგლებს, რომელზე დაფუძნებულია ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩემთვის არის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი.”

ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში წარსდგა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share