საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა და დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.
კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეკლესიის კანონების დაცვით ოფიციალურად აღიარებთ ჩვენი წინაპრების მიწებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილად, – ნათქვამია ილია მეორის ოფიციალურ წერილში.
“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ასევე წერს, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ეკლესიის მეთაურს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული რეჟიმების მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი მოქალაქეების გათავისუფლების საქმეში დახმარებისთვის, რისთვისაც, ილია მეორის თქმით “ქართველი ხალხი მადლობელია”.