”ჩემთვის ასეთი მოწერა და დამუქრება არ ყოფილა. იმასაც არ დავმალავ, ასეთი ნაცნობი და მაღალი თანამდებობის პირი რომ დამემუქროს, ამას არც ვაპატიებ. მე არ დავიწყებ კანონის დაცვას, იმიტომ, რომ მე ვიცი, კანონი არ არსებობს. დღევანდელ საქართველოში არც საართალია და არც კანონი. ამიტომ, ასეთ რამეს არ გავატარებდი. მე დღესაც არ ვიცი ჩემი შვილის მკვლელი ვინ არის. ეს ჩემთვის არის ყველაზე ძნელი. პირდაპირ ჩემზე ყოფილა მუქარები…
ჩემთან მიმართებაში ბოტების და ტროლების სახით ყოფილა პატარ-პატარა მიწერ-მოწერები ტელეფონებში. მეორე მხრივ, მე მიგზავნიდნენ შავი სამყაროს გაგების ხალხს მუქარით, რომ მაჩალიკაშვილს გაანადგურებდნენ.”
ამის შესახებ მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზაზა სარალაძის მიმართ განხორციელებულ მუქარას.
ცნობისთვის, გუშინ, 30 ნოემბერს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ღარიბაშვილზე კრიტიკული სტატუსის შემდეგ მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ წერილებს იღებს. მისივე თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ მიიღო, რაც ღარიბაშვილი კორონავირუსის არასწორი მართვის გამო გააკრიტიკა და შეაგინა.