”მინდა მივმართო სრულიად საქართველოს.
ქოცსა თუ ნაცს, პატრიოტს თუ დეზერტირს, მოხუცს თუ ახალგაზრდას. ასეთი პატარა ერი ვართ. სულ რაღაც 3-3.5 მილიონი. მეტი ხომ არა. რა გახდა ის, რომ ყველამ ერთად მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, რელიგიური მრწამსისა, ორიენტაციისა, ვიცხოვროთ ყველამ ერთად მშვიდად და წყნარად. ყოველგვარი შუღლის, ბოროტებისა და ზიზღის გარეშე. ნუთუ ასე უნდა დაეცეს ქართველი, რომ კარგის და ცუდის გარჩევა ვერ ისწავლოს?! სირცხვილია, მსოფლიო გვიყურებს, მემგონი სხვა პლანეტებიც ჩვენ გვიყურებენ უკვე ისეთ მდგომარეობაში ვართ. ამათ რომ თავი დავანებოთ, ნუთუ არ გინდათ ერთ დღეს გაიღვიძოთ და გახვიდეთ გარეთ მშვიდად, წყნარად, ისე რომ არავის შეზიზღდებით, თქვენს ზურგს უკან არ დაიწყებს ლანძღვას და გინებას. ეს არის თქვენი საქართველო?! ამ ქვეყნის სადღეგრძელოს სვამთ?! იქ სადაც გეზიზღებათ ცხოვრება და არსებობა. სადაც ყოველი დღე ახალ-ახალი საძაგელი სიურპრიზებით არის სავსე?! ამას უტოვებთ თქვენს შთამომავლობას?! და რას უტოვებთ, არაფერს. მეტიც მათი საზრუნავი გახდება ჩვენი გაფუჭებულის და გაოხრებულის გამოსწორება, რომელსაც წლები დასჭირდება, მაშინ როცა ეს წლები შესაძლებელია შეიკვეცოს და მოკლე დროში გაკეთდეს. ნუთუ ერთმანეთის ქილიკი არ მოგბეზრდათ?! „ის ნახე ქოცია პროჭია, აუ ეს ნაცია ამას რა დაელაპარაკება. ერთი მაგის დედაც მოვტყან“. არ მოგბეზრდათ და ყელში მძღნერის გემოს ნუთუ არ გრძნობთ ამ ყველაფრისგან?! ამ სიბნელისგან, რომელიც ყოველწუთიერად ხდება. ხანდახან მეჩვენება ხოლმე რომ ლაბორატორიაში გამოყვანილი ერი ვართ ვირთხების გვერდით. არც ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა.
გაიღვიძე ერო”.
გიორგი სულაძის პოსტი