“რთულია სერიოზულად აღვიქვათ ბატონი მინისტრის გამოსვლა განსაკუთრებით იმ სიტყვების შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა – ამ ფრაზისვე დარად მოვისმინეთ მისი განცხადებები, როგორი მაღალი ტექნოლოგიების შესაფერისი განათლების სისტემა გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
ხათუნა სამნიძემ მოსწავლეების ინტერნეტთან ხელმისაწვდომობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემის მიუხედავად ბიუჯეტში ინტერნეტიზაციის ხარჯები 22 მლნ-ით მცირდება.
„როგორი მაღალი ტექნოლოგიების შესაფერისი განათლების სისტემა გვაქვს, როგორ გახდება ზოგადი განათლებს ბიუჯეტი 2030 წელს 2 მლრდი, როგორი ევროპული სტანდარტისაა ციფრული დუალური სწავლება – ასეთი ფრაზები მოვისმინეთ მაშინ, როდესაც ვიცით, რა დონეზე არიან ჩვენი მოსწავლეები განათლების დონით; მაშინ, როდესაც პანდემიის ფონზე პირველი, რაც იხურებოდა ეს იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები. წლევანდელი ბიუჯეტის ცვლილებაში 22 მლნ აკლდება ინტერნეტიზაციის ხარჯებს, მაშინ, როდესაც კარგად იცით, ბატონო მინისტრო, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ოჯახს არ აქვს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, რომ ონლაინ გაკვეთილებით განათლება მიიღოს.
ორი მიმართულებით მაქვს შეკითხვა – როგორ ხედავთ იმას, რომ ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა არ იყოს პრობლემა. კონკრეტულად რა არის დაგეგმილი. რაიონების ჩამოთვლით და ასევე პროფესიულ განათლებაზე რომ თქვათ, რა არის სსტატისტიკა დასაქმების“,- განაცხადა სამნიძემ.