”სახელმწიფო აღარ გვაქვს, დავდივართ ისევ თემურ წყობილებაზე და ხევისბერის კანონების გარჩევაზე, სადაც თემი რასაც გადაწყიტავს ის უნდა გაკეთდეს. ჩემი აზრით, ქვეყანაში სასამართლო დაყრდნობილი უნდა იყოს კანონებზე და კონსტიტუციაზე.
21-ე საუკუნეში ჩვენ უნდა გვქონდეს სახელწიფოებრივი დემოკრატიული კანონები. თუ არ გვაქვს, ამისთვის გვაქვს არჩევნები, ნორმალურად და ცივილიზებურად უნდა მოვახდინოთ მთავრობის შეცვლა, რომელიც არ ასრულებს საზოგადოების დავალებას.’
ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატი უვადოდ დაინიშნა.