”სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, ეს გვითხრა გუშინწინ სააკაშვილმა, რადგან რომ მოვა უარესს ჩაიდენს, რასაც ჩადიოდა,” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ინიციატივა, რომ ყველა სოფელში მისი გათავისუფლების კომიტეტები უნდა შეიქმნას, სიგიჟეა.
„სიგიჟეა, რაც თქვა სააკაშვილმა, მოგიწოდებთ ჩემს მხარდამჭერებს, ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტები. ეს როგორი აბსურდია იცით?! სოფლებში რომ კომიტეტები შექმნან, იმ კომიტეტებმა რა უნდა ქნან? – ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში? – რატომ მოუწოდებ ასეთი სიგიჟისკენ?
რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, ეს გვითხრა გუშინ წინ სააკაშვილმა, რადგან რომ მოვა უარესს ჩაიდენს რასაც ჩადიოდა. გირგვლიანის საქმე არ არსებობსო გვითხრა და 7 ნოემბერს მე რა შუაში ვიყავიო, ვანო მერაბიშვილი წარმართავდაო. ეს ხელის შეწმენდაც ხომ ლაჩრების საქმეა. მანამდე თქვა, მეგის ქარდავა საერთოდ არ ვიცი ვინააო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ის არ შეცვლილა.
“კატასტროფა იყო გუშინ წინ რაც ილაპარაკა სააკაშვილმა, არანაირ სინანულს არ ველოდი, არანაირი მაღალი წარმოდგენა სააკაშვილზე მე არ მაქვს, უბრალოდ, მან თავის თავს გაუკეთა ძალიან ცუდი. გამოვიდა და თქვა, რომ არ შევცვლილვარო, რა სადისტიც ვიყავიო ის სადისტი დავრჩიო. სადისტის გარდა ვერავინ ვერ იტყვის, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს. შენ დროს, რომ ახალგაზრდა ბიჭი წაიყვანეს და წამებაში მოკლეს შენმა მაღალჩინოსნებმა და მერე შენ რომ ხელს აფარებდი წელიწადნახევარი, ერთხელ რომ არ მოგინდა დაგერეკა ირინა ენუქიძისთვის, ამას რომ ჩაიდენ ხომ სადისტი ხარ”, – განაცხადა ელისაშვილმა.