“მეც კატეგორიულად არ მინდა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მობრუნება. ამას „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეუბნები პირდაპირ. ერთპიროვნულად მოსვლა არა მარტო სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ არ მინდა, არცერთი სხვა პოლიტიკური ძალის, იმიტომ რომ, ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში ან გაგიჟდა ან გაგიჟდება, თუ ერთპიროვნული მმართველობით მოვიდა ხელისუფლებაში, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიც არის ეს დასავლეთის ქვეყნებში – იქაც კი კოალიციური მმართველობა არის გარანტი იმისა, რომ დემოკრატიის დარღვევა არ მოხდება.
მე არ მეშინია სააკაშვილის, არც მაშინ მეშინოდა, როდესაც ხელისუფლებაში იყო, არც მაშინ, როდესაც ვებრძოდი და დღეს, რომ ბევრს ლაპარაკობენ და მე მაკრიტიკებენ, ან ვითომ სააკაშვილს აკრიტიკებენ – სად იყავით შემძვრალი, რომელ სოროებში, რომელ კულუარებში?! ვისაც გეშინიათ იმათ, ვერ გადაგაწყვეტინებთ საქართველოს ხვალინდელ დღეს, ვისაც არ გვეშინია, ისინი ვიბრძოლებთ
ამის შესახებ ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.