I კლასში შესვლა 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს უნდა შეეძლოთ – დეპუტატის ინიციატივა

დეპუტატმა კახი კახიშვილმა, განათლების მინისტრს ინიციატივით მიმართა და აღნიშნა, რომ უსამართლობაა, ბავშვები, რომლებიც ერთ-ორი დღით გვიან ხდებიან 6 წლისები, მთელ წელს კარგავენ. სწორედ ამიტომ, კახიშვილმა დააყენა ინიციატივა – 31 დეკემბრამდე ვინც 6 წლის გახდება, სკოლაში შესვლის უფლება უნდა მიეცეს:

„ეს მნიშვნელოვანი საკითხია და პარლამენტშიც ვაპირებ ამ ინიციატივით გამოსვლას, რასაც სჭირდება განათლების სამინისტროს მხარდაჭერა – 2 3 ოქტომბერს დაბადებული ბავშვები კარგავენ 1 წელს, რაც დამეთანხმეთ, არ არის ბოლომდე სამართლიანი; კარგად მესმის, რომ სხვადასხვა საკითხის გამოა დარეგულირებული ასაკი – 6 წელი, მაგრამ ერთი დღე არ წყვეტს ბავშვის მზაობას სკოლაში მიყვანისთვის. ხომ არ შეიძლება, შევიტანოთ ცვლილება, თუ თქვენ მხარს დამიჭერთ, მოვამზადებ ამ ცვლილებას და თუ ბავშვს შეუსრულდება 6 წელი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, მას ჰქონდეს სკოლაში შესვლის საშუალება; აქვე, ამის გამო რომ არ გადაიტვირთოს სკოლები, შეგვიძლია დავამატოთ – „თუ სკოლის ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა“… მაგრამ ეს იმდენად მკაცრად უნდა დავარეგულიროთ, რომ მერე ზარებმა არ გადაწყვიტოს ბავშვების მიღება“, – განაცხადა კახიშვილმა.

etaloni.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share