თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების ფონზე ქვეყნის ფინანსთა მინისიტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის საკანონმდებლო მაცნეში Resmi Gazete-ში გამოქვეყნდა.
ლუტფი ელვანის ნაცვლად, ერდორანმა მინისტრის პორტფელი ნურედინ ნებატის ჩააბარა, რომელიც ამავე უწყებაში აქამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტა 70%-ით არის გაუფასურებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვარდნაა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის, იანვარში ერთი აშშ დოლარი 7 ლირა ღირდა, ხოლო გასულ კვირას მისი ფასი 13 ლირა იყო, რაც ისტორული ანტირეკორდია ამ ვალუტისთვის. ოთხშაბათს დილას ის 13,88 ღირდა, თუმცა მინისტრის ცვლილების შესახებ ინფორმაციის შემდეგ 12,7 ლირამდე გამყარდა.