ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსის ახალი შტამით „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით პირი, რომელსაც „ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა, სრულად არის ვაქცინირებული და მას სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
გამოცემა წერს, რომ 7-დღიანი იზოლაციის შემდეგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.