“‘ქართული ოცნება” მხილებულიც არის და გადამხილებულიც…ამ საქმეში არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები,პროკურატურას ვგულისხმობ”- ნიკა გვარამია

სამართლებრივი აბსურდი – ასე აფასებენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელშიც მესამე პრეზიდენტს წარმომადგენლობით ხარჯს ედავებიან და ამტკიცებენ, რომ გაფლანგულია დაახლოებით 9 მილიონი.

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია:

“მე მაინც ვისურვებდი, რომ ქართულ ოცნებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც, ამიტომ მირჩევნია პირადად მე, მან ისაუბროს ამ სამარცხვინო ბრალზე და როგორც წინა ჯერზე, მიმართოს საზოგადოებას.

ამ საქმეში არავითარი შეკითხვები არ არის. არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები, პროკურატურას ვგულისხმობ ცხადია” ამბობს ნიკა გვარამია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share