“ცოცხალი რომ ვარ…ამაში თქვენი ლომის წვლილია – მადლობა!”-მიხეილ სააკაშვილი მედიას

“მე არ მივმართავ ამ სასამართლოს, თქვენ ხედავთ, რომ ივანიშვილს ეშინია იმის, რომ მე ველაპარაკო საზოგადოებას. პირველ რიგში, მინდა მივესალმო მედიის წარმომადგენლებს, მე მიმაჩნია, რომ თქვენ ნამდვილად გმირები ხართ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ცოცხალი რომ ვარ, ამაში თქვენი ლომის წვლილია, ეს ნამდვილად ასეა”.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას. დღეს, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ე.წ პიჯაკების საქმეს, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაფლანგვის ბრალდებებს ეხება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share