პარლამენტში ბრიფინგების ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭ

პარლამენტში ბრიფინგების ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა. მარო მაყაშვილი, წითელი ჯვრის მოწყალების და საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა. 2015 წელს მაყაშვილი პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

“მარო მაყაშვილის სახელის მინიჭება პარლამენტის ერთ-ერთი დარბაზისთვის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქალების როლს საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში. დიდი მადლობა, განსაკუთრებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთაც აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

formulanews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share