ავთანდილ თალაკვაძემ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები დანიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლებია: ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეული – გიორგი ქათამიძე, ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეული – მიხეილ ცქვიტიშვილი, სილაურის ადმინისტრაციულ ერთეული – გიზო გოგუაძე, ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეული – ირაკლი ჩავლეშვილი.

„თითოეულ კანდიდატთან განვიხილე რა იქნება მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები: ყოველდღიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, პრობლემების დროული მოგვარება და სოფლებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე აქტიური მუშაობა.“- განაცხადა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები და განხილვები სრულდება.

მერის წარმომადგენლების და მათი თანაშემწეების პოზიციებზე მიმდინარეობს დანიშვნების პროცესი და ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share