”გაფლანგვის მუხლი მხოლოდ რიტორიკაა და არაფერი ფასი არ აქვს..რაც ვნახე,არცერთი არაა არგუმენტი” – გამზარდია სააკაშვილის სასამართლოზე

”მოკლედ, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური, ვინც გინდა იყოს, კიდეც უნდა ეცვას შესაფერისად, კიდეც უნდა იღებდეს შესაბამის მომსახურებას სტილისტი იქნება, მასაჟისტი თუ სხვა, თუ ის შესაბამისად უწევს მეთაურობას სახელმწიფოს.

სადაც სადაოა, იქ ედავეთ. რაც ამ გაფლანგვაზე ვნახე, არცერთი არაა არგუმენტი.

რაც შეეხება შვილის სწავლის დაფინანსებას, შვილობის გამო არც პრივილეგია ეკუთვნის ვინმეს და არც დისკრიმინაცია. თუ ახალგაზრდა იმ პარამეტრებს აკმაყოფილებს, რაც საჭირო იყო დასაფინანსებლად, რა პრობლემაა რომ დაფინანსებულიყო? და ედუარდ სააკაშვილი, კი, ვფიქრობ, სავსებით დააკმაყოფილებდა მოთხოვნის კრიტერიუმებს.

პირადად, ჩემთვის, გაფლანგვის მუხლი მხოლოდ რიტორიკაა და არაფერი ფასი არ აქვს. დეტალებზე ყოველთვის შეიძლება დავა, მაგრამ იმ დროს, როდესაც ეს წლები ისეთ გაფლანგვებს აქვს ადგილი, საკმარისი ნულების მოძიება რომ ჭირს, უბრალოდ, აბსურდულია ჩემთვის სააკაშვილისადმი გაფლანგვის ბრალდება. ” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი არჩილ გამზარდია დღეს გამართულ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმესთღან დაკავშირებით, რომელსაც ე.წ. “პიჯაკების” საქმე უწოდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share