“პროკურორები იღებდნენ შეტყობინებებს და აღშფოთდებოდნენ ხოლმე სააკაშვილის ამა თუ იმ ფრაზებთან დაკავშირებით”

რასაც ვხედავდი, ის რაც კამერებში არ ჩანდა, პროკურორები იღებდნენ შეტყობინებებს და ამ შეტყობინებების ძირითადი ამოცანა იყო ცენზურა. პროცესის დასაწყისში პროკურორებმა მოსთხოვეს
მოსამართლეს, რომ სააკაშვილმა ილაპარაკოს მხოლოდ იმ ბრალდებებზე, რაც არის წარმოდგენილი და პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოსო. 37 წელია, მიმოწერის უფლების გარეშეა და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვს. მოსამართლეს ძალიან შერცხვა და თქვა, რომ ის არის პოლიტიკური პერსონა და მოგვიწევს მისი პოლიტიკური განცხადებების მოსმენა, მაგრამ პროკურორები იღებდნენ შეტყობინებებს და ამ მესიჯებით პერიოდულად აღშფოთდებოდნენ სააკაშვილის ამა თუ იმ ფრაზებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების შემდეგ საუბრობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share