როგორ დავზოგოთ საწვავის ხარჯი ზამთრის პერიოდში ავტომობილით მოძრაობისას

1. დილაობით შეათბეთ ძრავი – დაქოქეთ ავტომობილი და ადროვეთ 2-3 წუთი, რის შემდგომაც ძალიან ნელა დაიძარით და ასევე აუჩქარებლად იმოძრავეთ, ავტომობილის ძრავი მალევე მიაღწევს საჭირო ტემპერატურას, რაც დაგიზოგავთ საწვავის მცირე ოდენობას, ასევე დაიცავს ძრავის კომპონენტებს ნაადრევი ცვეთისგან. არაა საჭირო და მცდარიცაა, დილაობით 5-10 წუთამდე (და უფრო მეტ ხანსაც – კი არიან ასეთი მძღოლებიც) ავტომობილის გათბობა და ლოდინი იმისა, თუ როდის მიაღწევს ძრავის ტემპერატურა საჭირო ტემპერატურას.

2. ავტომობილზე თოვლის საფარის არსებობის შემთხვევაში, ნუ დაიზარებთ მის გადმოწმენდვას, ამით შეამცირებთ როგორც დატვირთულ წონას, ასევე ჰაერის წინაღობასაც.

3. აკონტროლეთ საბურავებში წნევა – ზამთრის პერიოდში, სიცივეებისას, საბურავებში წნევა უარყოფითად იცვლება  (ტემპერატურის ყოველი 10 გრადუსით ვარდნისას, საბურავებში წნევა 0,07 კგ/ სმ-ით იკლებს), ხოლო დაბალი წნევა – გორვისადმი მეტ წინაღობასა და საწვავის გადამატებულ ხარჯს ნიშნავს. პრინციპში, საბურავებში რეკომენდებული წნევის შენარჩუნება, სეზონის ნებისმიერ პერიოდშია აუცილებელი.

4. ნაკლები სიბლანტის ძრავის ზეთის გამოყენება, მაგ. 0W-20 ნაცვლად 0W-30-ისა.

5. ავტოსაბნის გამოყენება, რომელიც ძრავს ზემოდან ეფინება და მის მალე გათბობასა და ტემპერატურის დიდი ხნით შენარჩუნებას უწყობს ხელს. ძალიან კარგი საშუალებაა მათთვის, ვინებიც ხშირად გადაადგილდებიან მოკლე დისტანციებზე.

6. ამოიღეთ ავტომობილიდან ზედმეტი მძიმეწონიანი ნივთები (სახურავის საბარგულიც მოხსენით თუ მისი აუცილებლობა არაა) – მეტი წონა, საწვავის მეტი ხარჯია.

7. საჭიროებისამებრ გამოცვალეთ ჰაერის ფილტრი, რათა სისტემაში შემავალი  ჰაერისადმი წინაღობა არ იყოს. ხშირად, ჰაერის ფილტრს მძღოლები ლამის არასოდეს არ ცვლიან და გაჭუჭყიანებული, “გაჭედილი” ფილტრებით მოძრაობენ, რაც უშუალოდ მოქმედებს როგორც წვაზე, ასევე ავტომობილის გაწევაზეც.

8. სიარულის მანერა თოვლიან და ყინვიან პერიოდში – ეცადეთ რაც შეიძლება “ნაზად” მოეპყროთ აქსელერატორისა და მუხრუჭის პედლებს, მოერიდეთ მკვეთრ აჩქარებას, დამუხრუჭებასა და ძრავის მუშაობას მაღალ ბრუნებზე, ამით შეამცირებთ როგორც საწვავის ხარჯს (ზაფხულშიც კი), ასევე ზამთრის პერიოდში მოძრაობისას წარმოქმნილ შესაძლო რისკებსაც აირიდებთ თავიდან.

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 32
    ლანჩხუთში სუპერმარკეტ "მაგნიტის" თანამშრომლებს კორონავისრუსი დაუდასტურდათ- ფილიალმა მუშაობა შეაჩერალანჩხუთში სუპერმარკეტ "მაგნიტის" ორ თანამშრომლს კორონავისრუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ადმინისტრაციას თანამშრომლების 72 საათიანი ტესტირების რეჟიმი შესთავაზეს, თუმცა ფილიალმა მუშაობის შეაჩერება არჩია. ეს ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ლანჩხუთის საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. "მაგნიტის" ორი თანამშრომელია ინფიცირებული, ჩვენ ადმინისტრაციას შევთავაზეთ თანამშრომლებისთვის 72 საათიანი ტესტირების რეჟიმი, თუმცა, მათ მუშაობა შეაჩერეს, ალბათ ერთულათ ამდენი საბუთების და…
    Tags: და, რაც, ასევე, ხარჯი
  • 32
    1819-20 წლების იმერეთ-გურიის საეკლესიო აჯანყებაეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია - კირიონ მეორე  1817 წელს საქართველოს ეგზარხოსად მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, რომელმაც 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული საეკლესიო რეფორმა 1819 წელს იმერეთში გააგრძელა. რეფორმა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან სრულ მიერთებას გულისხმობდა. ვასილი პოტო რუსანოვის დანიშვნას ასე აღწერს - „ერმოლოვის კავკასიაში დანიშვნისთანავე საქართველოს ეგზაროსად დაინიშნა ცნობილი…
    Tags: და