რატომ არ ვენდობი ამ სასამართლოს? – ეს კითხვა ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა ტვ პირველის ეთერში სტუმრობისას დასვა. ტელეკომპანია ,,კავკასიას” ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოში მოქმედებს ორმაგი სტანდარტი, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა უფლება, ბიუჯეტის ფულით კლარნეტი ეყიდა, ანალოგიური ქმედებისთვის რატომ ასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს.
”გამოცდილება გვაქვს სახეზე, ამიტომ არ ვენდობი ქართულ სასამართლოს. სადაც ცალსახაა კანონდარღვევა, იქ უნდა დასისაჯოს ადამიანი, გინდ სააკაშვილი იყოს, გინდ მე.
გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილმა კლარნეტი რომ იყიდა, თვითონ ,,კლარინეტი” რომ ეძახა? ბიუჯეტიდან, 2019-ში, პრეზიდენტი რომ გახდა? სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა კლარნეტის ყიდვის უფლება ბიუჯეტიდან, თუ არ ჰქონდა? ჩვენთან ხომ ასეა, გამარჯვებულს არ ასამართლებენ და დამარცხებულებს ატყავებენ. არ გვაქვს ერთიანი სტანდარტი, ,,ოცნებას” რომ ეთქვა, დანაშაულია, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა, უგულავამ, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. გიგი უგულავა რაზე გაასამართლეს, პარტიულ მუშაკებს მერიის ბიუჯეტიდან ხელფასებს უხდიდა, დღეს მთელი ,,ქართული ოცნება” მერიის სსიპებში და აიპებში არ არის დასაქმებული? ორმაგი სტანდარტის გამო ვარ დათრგუნული. ”- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
ე.წ.პიჯაკების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში – მიხეილ სააკაშვილს გამოძიება მისი პრეზიდენტობის პერიოდში 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.