კულტურის სამინისტრო 2021 წელს გამოშვებულ 10 მიკროავტობუსისა და 4 მსუბუქი ავტომობილის შეძენას გეგმავს.
,,პირველების” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მილიონ 300 ათასზე მეტი ღირებულების ავტომობილებს ყველა თანამედროვე ფუნქცია უნდა ჰქონდეს, სასურველი ფერების ჩამონათვალში კი პარტიულ ფერს – ლურჯსაც შეხვდებით. მიკროავტობუსები აუცილებლად 17 ადგილიანი უნდა იყოს, კონდიცირებით და აუდიო სისტემის სრული აღჭურვით.
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტენდერი 29 ნოემბერს გამოაცხადა და ახალი ავტომობილების შეძენას დეკემბრის ბოლომდე აპირებს.