ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა

ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების დროს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. სამინისტროს ინფორმაციით, თალაკვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებს მუშაობას თალაკვაძე, რომლის სახელს ბოლო წლებში ბევრი რეფორმა უკავშირდება. ავთანდილ თალაკვაძე ჯერჯერობით მედიასთან განმარტებას არ აკეთებს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share