უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გადაცემაში “360 გრადუსი” ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის 50 დღიანი შიმშილობის არ სჯერა და ამის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს:
“მე არ მჯერა და შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როგორც ერთი მოქალაქე, როდესაც მიმტკიცებენ, რომ ეს კაცი 50 დღე შიმშილობდა. თუ ვიღაც გამოვა და დიეტის ყველაზე მკაცრი ზომის ან შიმშილობის ყველაზე მსუბუქი ფორმის ზღვარზე გაიარაო იტყვის, კი ბატონო, შეიძლება ასე იყო თქო – ვთქვა. როდესაც გაბრაზდა, თუ არ გაბრაზდა და გაამკაცრა ე.წ თუ მართლა შიმშილობის ფორმები, ამის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სხვა კლინიკაში გადაყვანის, მაგრამ აქამდე არ მითქვამს, პირველად ვამბობ: დღეს თუ ვინმე მეტყვის, რა სამედიცინო სერვისი დასჭირდა და გაეწია გორის ჰოსპიტალში ისეთი, რაც ვერ მოხერხდებოდა ციხის საავდმყოფოში, მაშინ შეიძლება ამ არგუმენტებში, უკან დავიხიო“, – განცხადა მდინარაძემ.