საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 2 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესს უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან.
გამოცემა new.fox-24 წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ე.წ. “პიჯაკების საქმეზე” სამართლდებოდა. სასამართლო პროცესი ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, სასამართლოს მიმდებარედ შეკრებილები კი მიხეილ სააკაშვილის სიტყვას თვალს გარეთ დამონტაჟებული ეკრანიდან ადევნებდნენ.
აზერბაიჯანული გამოცემა apa.az-იც წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე გადასაყვანად გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. პროცესზე დასასწრებად იქ მივიდნენ მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და მეგობრები. მათივე ცნობით, პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვა “სასამართლოს ნიღაბს ჩამოხსნიდა”.
გამოცემა Reflector.com კი აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს და პატიმრობაც მიუსაჯეს, ქვეყანასი მისი ჩამოსვლის შემდეგ კი მას სასამართლო სხდომებზე დასწრებაც შეუძლია. გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური ძალების გაერთიანება სცადა.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს განაცხადა. მაშინ მან გაავრცელა Facebook-პოსტი და ვიდეოები და თქვა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. მთელი დღის ძებნისა და არაერთი მტკიცებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობდა და კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა, “ოცნების” ხელისუფლებამ და მისმა პრემიერმა მოსახლეობას მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს მიაწოდა.
მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ რუსთავის, შემდეგ კი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა იქ შიმშილობა შეწყვიტა და უკვე მე-11 დღეა მკურნალობს.
ტვ მთავარი