”სააკაშვილის ‘პიჯაკების’ საქმესა და ბიუჯეტისთვის 9 მილიონი ლარის სავარაუდო ზიანის მიყენების შესახებ. ივანიშვილი ბიუჯეტს 16 მილიარდი დოლარი დაუჯდა 2013-2021 წლების ეკონომიკური ზრდის არ არსებობის გამო. ამ პერიოდში, დოლარში ნული ზრდის ნაცვლად, რომ გვქონოდა წლიური საშუალო 7% ზრდა, ჩვენი მშპ ახლა 32 მილიარდი აშშ დოლარი იქნებოდა ნაცვლად 16 მილიარდისა. ახლა თქვენ მითხარით, ვინ უფრო დააზარალა ქვეყანა, სააკაშვილმა თუ ივანიშვილმა?” – ასე ეხმაურება საერთაშორისო სავაჭრო მდივანი ფადი ასლი,მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ე.წ. “პიჯაკების” საქმეზე.