პაპუაშვილი- ”რატომ უნდა ერჩოდეს პუტინი სააკაშვილს?”

”რა შუაშია პუტინი ნახევარ მილიონ დოლართან, რომელიც სააკაშვილმა კოსმეტიკაზე დახარჯა? რა შუაშია პუტინი მისი შვილის სწავლის დაფინანსებასთან? რა შუაშია პუტინი ამ ყველაფერთან” – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის ვლადიმერ პუტინის პატიმარია. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„დღეს ჩემმა კოლეგამ თქვა: „საერთოდ, რატომ უნდა ერჩოდეს პუტინი სააკაშვილს? რა არ გაუკეთა სააკაშვილმა პუტინს? რა უნდოდა პუტინს და არ გაუკეთა?“ ასე რომ, ეს ნარატივიც ხომ ჩვენ თვალწინ დაიმსხვრა. ეს არის მხოლოდ საკუთარი მიმდევრების ზომბირება. აქ უკვე მხარდაჭერაზეცსაუბარი რთულია, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ცხად საკითხებზე თვალს ხუჭავენ. ისინი გარკვეული იდეოლოგიის მიმდევრები არიან, რომლებიც სიმართლეს ვერ უსწორებენ თვალს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share