ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვირუსის შესაჩერებლად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 60-70 % უნდა აიცრას. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
მისივე თქმით, ეს მონაცემი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო სამ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდების დამაიმედებელი შედეგები გამოქვეყნდა.
AstraZeneca-ს, Moderna-სა და Pfizer / BioNTech-ის მიერ შექმნილმა ვაქცინებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.