ოზურგეთის მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიას ნუგზარ ჩხარტიშვილი უხელმძღვანელებს

მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიას ნუგზარ ჩხარტიშვილი უხელმძღვანელებს.

შ.პ.ს „სატისის“ ახალი ხელმძღვანელი კომპანიაში მუშაობას დღეიდან შეუდგა. „ნუგზარ ჩხარტიშვილს კერძო და საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას შეუძლია რეალისტური გეგმის შემუშავება, ამოცანის შესრულებისას პროფესიონალების ჩართვა და შედეგის მიღება. წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის შესრულებაზეც, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მუნიციპალური სამსახურები იმუშავებენ.“ – განაცხადა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ. #ოზურგეთი2021 #გურია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share