ლანჩხუთში საკრებულოს თავმჯდომარე ტაბიძე, ჩოხატაურში კი კუჭავა გახდა

ლანჩხუთსა და ჩოხატაურში საკრებულოს თავმჯდომარეები ბესო ტაბიძე და ირაკლი კუჭავა გახდნენ.

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კი თავმჯდომარის პოსტზე ზემოთხსენებული პირები აირჩიეს.

მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გურიაში ‘ოცნებამ” უმრავლესობა მოიპოვა.

რაც შეეხება ბესო ტაბიძეს, ის ლანჩხუთის წინა მოწვევის საკრებულოშიც ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: